kompani logo
georus

About us
Services
Partners
Photo Gallery
Our works
Questions and answers
Contact Us
eng

mishka mishka_gochashvi@mail.ru 2010-07-28
გამარჯობათ,ვცხოვრობ ვარკეთილში,ერთ სადარბაზოიან კორპუსში,პირველ სართულზე, მინდა გავაკეთო მიშენება,გთხოვთ დამაკვალიანოდ.

ADMIN: მიშენების განსახორციელებლად საჭიროა უფრო დაწვრილებით გავერკვეთ თქვენს სიტუაციაში. ამიტომ უმჯობესია თუ მობრძანდებით ჩვენს ოფისში.
mzia rezo-luka@mail.ru 2010-07-22
1990 წელს მემკვიდრეობით მიღებული მაქვს მიწის ნაკვეთი კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით სოფელ მისაქციელში, რომლის შემდეგ ვარ ქონების მეპატრონეთ აღრიცხული, სადაც არც მემკვიდრეობის მოწმობაში და არც საკომლო ქონების მეპატრონეთა წიგნში მიწის ნაკვეთი არ წერია, აღნიშნული დოკუმენტაციით ვცადე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მაგრამ წარმოება შეაჩერეს რეფორმის დროინდელი მონაცემებიდან მიწის ჩვენების მოთხოვნით, გთხოვთ განმიმარტოთ ეკუთვნის თუ არა მართლზომიერ რეგისტრაციას ჩემი მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად.(მიწის ნაკვეთი მითითებული აქვს საკომლო წიგნში ქალბატონს ვინც მემკვიდრეობით დამიტოვა აღნიშნულ სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად)

ADMIN: საკითხის უფრო დაწვრილებით შესწავლის მიზნით გთხოვთ წარმოადგინოთ არსებული დოკუმენტები.
marika marikasvani@mail.ru 2010-05-20
საჯარო რეესტრში მომტხოვეს 1990 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული არქიტექტორის სამსახურის მიწის ნაკვეთის გეგმა და მისი ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გამიმზადოთ?რამდენი იქნება გადასახადი გადაწყვეტილება მიღების აქტი საჯარო რეესტრში შევიტანე მადლობთ გთხოვთ დამეხმაროტ

ADMIN: თქვენი თხოვნის შესრულება შესაძლებელია,თუ მობრძანდებით ჩვენთან ოფისში და თან მოიტანთ თქვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ აქტს .
kakhaberi kakhaber_1975@posta.ge 2010-05-03
მაქვს მშენებარე ავტოფარეხი რომელიც არ შედის კორპუსის წითელ ზოლში,როგორ მოხდება დაკანონება და სავარაუდოდ რა თანხა დაჯდება?

ADMIN: მშენებარე ავტოფარეხების დაკანონება შეჩერებულია. ჯერ უნდა დამტკიცდეს პროექტი ...
zura zuratevdoradze@mail.ru 2010-05-02
შეიძლება თუ არა კერძო ამხანაგურ სახლში მცხოვრები ერთი მობინადრე იყოს წილობრივი მესაკუითრე, მეორე კი მიწიდან ბინაზე გადაყვანილი

ADMIN: თუ შეიძლება კითხვა დააზუსტეთ
მამუკა mamuka_30@rambler.ru 2010-05-01
მაინტერესებს GPS_ით ტუ სჰემიდზლია მობილური გავიგო სად არის ან პიროვნებას ვნახო სადაა ოგონდ მან რომ არ ივ=ცოდეს რომ ვუთვალთვალებ

maia mirianashvili receli@mail.ru 2010-04-21
მაინტერეცებს:სიღნაღშო გაფორმებული გენერალური მინდობილობი შეუუფერხებლად ავიღებ ამონაცერს საჯარო რეესტრიდან/

თემო t.kalanda@yahoo.com 2010-04-17
გთხოვთ მიპასუხოთ, რა დამიჯდება 1000 - 1200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის /რამდენიმე ბინის აზომვა.

ADMIN: აზომვის ფასი მერყეობს 50 თეთრიდან 1 ლარამდე ობიექტის სირთულის შესაბამისად. ზუსტი ფასის გასაგებად საჭიროა მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.
lia llikato@yahoo.com 2010-04-14
გამარჯობათ.მინდა კარების და კიბის ამოჭრა გზის პირას.(წითელ ზოლშია) რა არის საჭირო და რა თანხა დამჭირდება?

ADMIN: ვიტრინის, კარისა და კიბის მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაცია: 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 2. საკადასტრო რუკა ცალკე მდგომი შენობის არსებობის შემთხვევაში; 3. ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ (თანამფლობელების არსებობის შემთხვევაში) ; 4. სიტუაციური გეგმა 1:2000-იან მასშტაბში ადგილის დატანით; 5. არსებული ფასადი, ჭრილი, გეგმა (ტროტუარის სიგანის დატანით), საპროექტო ფასადი, ჭრილი, გეგმა; 7. არსებული ფოტო და ფოტომონტაჟი; 8. კონსტრუქციული დასკვნა (ვიტრინისა და კარის ყრუ კედელში მოწყობისა ან სიგანეში გაზრდის შემთხვევაში); 9. კიბის ერთ საფეხურზე მეტის მოწყობის შემთხვევაში საკადასტრო რუკა (თუ ეს კიბე ხვდება ტერიტორიის საზღვრებში), თუ არადა საჭიროა მიწის იჯარით აღება აღნაგობის წესით; 10. იატაკის დაწევის შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის კალენდარული გრაფიკი. მშენებლობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით (II და III სტადიით). თანხასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და ადგილზე საქმის ვიტარების სრულად გაცნობის შემდგომ მიიღოთ იმფორმაცია.
test testfor@mail.ru 2010-04-01
6666

lela qesa_ smile@yahoo.com 2010-03-23
ასევე მაინტერესებს საჯარო რეესტრში როგორ დავარეგისტრირო სხვენი რა საბუთებია ამისათვის საჭირო და შესაძლებელია თუ არა თქვენი სააგენტოდან დახმარება ვინაიდან მაქვს თავისუფალი დროის პრობლემა და რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ეს ყოველივე და თუ შეიძლება მაცნობეთ ტელეფონის ნომრები სასურველია მობილურის ნომერი.

ADMIN: სარდაფისა და სხვენის დასარეგისტრირებლად საჭიროა კორპუსში შეიქმნას ამხანაგობა, რომელიც კრების ოქმის საფუძველზე გადაცემს მაცხოვრებლებს აღნიშნულ ფართებს. თქვენი დროის ეკონომიის მიზნით შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ფირმის იურიდიული მომსახურებით, რისთვისაც საჭირო იქნება გაფორმდეს სათანადო მინდობილობა.
12345678
Georgian keyboard
Name
E mail
rame rame rame rame rame
Message


satauri_eng
satauri_eng
anonsi_eng
0000-00-00
satauri_eng
satauri_eng
anonsi_eng
0000-00-00
satauri_eng
satauri_eng
anonsi_eng
2009-08-17
satauri_eng
satauri_eng
anonsi_eng
0000-00-00